ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი დირექტორის, გიორგი კეკელიძის ემოვიური პოზიცია-შეფასებები სტუმართმასპინძლობაზე:
“სტუმართმასპინძლობა დაუწუნებიათ ჩვენთვის.
ხალხისთვის, რომელთა ქვეყანაში არის კაფეები, სადაც ქართულად მენიუში სიტყვას ვერ იპოვით.
სადაც სტუმარს ვალდებულება ჰგონია, რომ ყველა რიგითმა კონსულტანტმა რუსული იცოდეს და თვითონ ერთ სიტყვას – ,,გამარჯობას” – არ სწავლობს.
იმ ქვეყანას, საიდანაც გვესტუმრნენ, ჩვენი მიწა თავისი ჰგონია, შემოღობა და რაც ყველაზე უარესია, ბევრი ჩვენგანის ფიქრიც შემოღობა და დააცოტავა.
და ეს ჩვენგანები თურმე ვაჟა-ფშაველას გვახსენებენ.
ამაზე მეტი სტუმარ-მასპინძლობა სად გსმენიათ, როცა ზღვა კი არა, ზღვები მართებთ ჩვენი სისხლისა და უბატონოდ ხმას არავინ ვცემთ არავის. მაგრამ, არსად წამიკითხავს მოსისხლე სტუმარს მასპინძლისთვის ჯამში ჩაეფურთხებინოს.
ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა. ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი. და ხანაც სამწუხაროდ – ჩვენისთანა ბედნიერი“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

9 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·