პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილსა და სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებებს აკეთებს:
“გიორგი ლილუაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი არიან პოლიტიკური პატიმრები, ბიძინა ივანიშვილის პირადი მძევლები.
არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ნამდვილად კორუფციული დანაშაულის გამო დააკავეს თუ არა. პოლიტპატიმარი არის ის, ვისი დაპატიმრებაც პოლიტიკური მიზნით ხდება.
არცერთი სიტყვა, რომელსაც სასამართლო დარბაზებიდან ვისმენთ, სანდო არ არის.
ერთადერთი, ვინც იცის მაღალჩინოსნების დაპატიმრების რეალური მოტივი, არის ბიძინა ივანიშვილი. არც შემსრულებლებმა იციან, რას სჩადიან-ისინი დავალებების ბრმა შემსრულებლები არიან“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
paraleli პოლიტიკა