საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში სრულიად საქართველოს შობა-ახალ წელს ულოცავს.
მამარდაშვილმა ოჯახური კადრები გაგვიზიარა. წყვილი ახალ წელს პატარა გოგონასთან შეხვდა.
„მინდა მადლობა გადავუხადო 2024 წელს, რომელიც მართლაც დაუვიწყარი წელი იყო როგორც ჩემთვის,ასევე საქართველოსთვის.
ეს წელი სავსე იყო გამოწვევებით, რომელიც ერთად დავძლიეთ. საქართველოს ნაკრები გავიყვანეთ ევროპის ჩემპიონატზე რომელიც იყო ისტორიაში პირველი საქართველოსთვის. ეს ყველაფერი დიდი შრომის და თავდადების შედეგია.
დიდი მადლობა იმ ადამიანებს ვინც მგულშემატკივრობდა და მხარს მიჭერდა მთელი წლის მანძილზე!
ყველას მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. გისურვოთ ჯანმრთელობა,ბედნიერება და ყველას გვქონოდეს იმაზე მაგარი წელი ვიდრე იყო 2024“, – წერს გიორგი მამარდაშვილი.
ახალ წელს გვილოცავს ხვიჩა კვარაცხელიაც :
“ჩვენი პირველი ახალი წელი დამიანესთან ერთად. გილოცავთ დამდეგს! მინდა მადლობა გითხრათ გულშემატკივრობისთვის და თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად გისურვოთ საუკეთესო წელი, ჯანმრთელობა, უფლის წყალობა და ყველა ნანატრი სურვილის ახდენა. დაე, 2025 წელს მოეტანოს უფრო მეტი ბედნიერება, სიყვარული და წარმატება.”
Post Views: 2