WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

13

გიორგი ნადირაძემ, რომელიც გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის საქმის პროკურორი იყო, უწყება დატოვა.

ამის შესახებ თავად გიორგი ნადირაძე წერს.

მისი თქმით, “დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალში განსხვავებული მიმართულებით გამოიყენებს“.

„საქართველოს პროკურატურაში ჩემი საქმიანობა დასრულდა. 2018 წელს პროკურატურაში სტაჟირების პროგრამით დავიწყე მუშაობა. ამ წლების განმავლობაში არაერთი პროფესიული ეტაპი გავიარე…

…მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდი, ვისგანაც ვისწავლე და ვისი მხარდაჭერაც არაერთხელ მიგრძნია.

დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალში განსხვავებული მიმართულებით გამოვიყენებ“, – წერს გიორგი ნადირაძე.