გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა ქალ ჟურნალისტს; წაართვა მობილური და გაიტაცა კამერა – ნოდარ მელაძე

3 hours ago 2

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, გადამდგარი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა მათ ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს:

სრული განუკითხაობა ქვეყანაში!
თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე. გადამდგარი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა ქალ ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშივლს. წაართვა მობილური ტელეფონი და გაიტაცა ტვ პირველის სატელევიზიო კამერა.
პოლიცია დანაშაულის ადგილზე ჯერ არ მისულა.” წერს ნოდარ მელაძე.

ტვ პირველის გადამღები ჯგუფი შინჯიკაშვილის სახლში მას შემდეგ მივიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ შინჯიკაშვილმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა.

სრულად წაკითხვა