4
გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, მის ბიზნესპარტნიორ პაპიაშვილს კი 8 წლით.
გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ჩიკვაიძე წინასწარ პატირმობაში იყო, მისი ბიზნესპარნტნიორს კი დარბაზშივე დააკავებენ და გლდანის პენტიენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.