„გირჩის“ თბილისის მერობის კანდიდატი იაგო ხვიჩია იქნება

1 week ago 4

ოპოზიციურმა პარტიამ „გირჩი“ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩია დაასახელა. ის ამომრჩეველს მისმა თანაგუნდელმა ჰერმან საბომ წარუდგინა.

იაგო ხვიჩია გასული, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

მომდევნო, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატები უკვე დაასახელა რამდენიმე პარტიამ:

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას აპირებენ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს, რომლის მიხედვითაც საერთო კანდიდატებზე უნდა შეჯერდნენ.

ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და ა.შ.

მეხუთე პრეზიდენტი, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების თემას „შემოგდებულს“ უწოდებს - რამაც „გახლიჩა ოპოზიცია და დაასუსტა პროტესტი“.

სრულად წაკითხვა