3
“გმირები თავისუფლებისთვის” – ამ სახელწოდებით თბილისში, საპროტესტო მარშს ომის ვეტერანები მართავენ. აქციის მონაწილეების ბოლო გაჩერება რუსთაველის გამზირი იქნება. აქციაში ომის ვეტერანების გარდა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის თანამებრძოლები არიან. მსვლელობის მონაწილეები ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას ითხოვენ.
ვიდრე გეზს დედაქალაქის მთავარ გამზირისკენ აიღებდნენ, მარშის მონაწილეები გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ.