ორლანდო მეჯიქის მთავარი მწვრთნელის, ჯამალ მოსლის განცხადების მიხედვით, ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ გუნდის ვარჯიში გამოტოვა, საამისო მიზეზი კი ტრავმა გახლავთ.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ტრავმა ფილადელფიასთან, NBA-ის რეგულარული სეზონის გასული ტურის შეხვედრაში მიიღო.
გოგა ბითაძემ საწვრთნელი პროცესი გამოტოვა, მას მენჯ-ბარძაყის ტრავმა აქვს.
- ამბობს გუნდის მწვრთნელი, ჯამალ მოსლი.
არსებული ინფორმაციით, გოგა ბითაძის თამაში 16 იანვარს, მილუოკი ბაქსთან შეხვედრაში საეჭვოა.