გოლები კვარას კონკურენტებმა გაიტანეს - პსჟ თასის შემდეგ ეტაპზეა

2 hours ago 3

საფრანგეთის თასის მერვედფინალში "პსჟ" მეორელიგელ "ლე მანს" ესტუმრა და ანგარიშით 0:2 დაამარცხა.

პირველი გოლი დეზირე დუემ გაიტანა, რომელმაც მეკარის და მცველების შეცდომით ისარგებლა.

მეორე კი ცვლილებაზე შემოსულმა ბრედლი ბარკოლამ.

აღსანიშნავია, რომ ორივე ფრანგი ხვიჩა კვარაცხელია კონკურენტებად ითვლებიან.

ქართველ შემტევს ურიგო მატჩი არ ჰქონია, ის საგოლე პასთანაც იყო ახლოს, მაგრამ მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა აჩრაფ ჰაკიმიმ შანსი ვერ გამოიყენა.

"პსჟ" შემდეგ მატჩს ლიგა 1-ში 7 თებერვლას "მონაკოს" წინააღმდეგ გამართავს.

სრულად წაკითხვა