WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

29

გომის მთის გზაზე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის ხრამ­ში გა­და­ვარ­დნის შე­დე­გად ბე­ლო­რუ­სი­ის ოთხი მო­ქა­ლა­ქეა დაღუპული.

ასევე დაშავებულია 20 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ისინი ოზურგეთის და ჩოხატაურის კლინიკებში არიან გადაყვანილები.

გომის მთის გზაზე სასწრაფო, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში დაახლოებით 2 საათის წინ გადავარდა. საჭეს საქართველოს მოქალაქე მართავდა, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.

შსს-მ მომხდარზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო.(ტვ პირველი)