გონიოს პრეზიდენტმა, დავით დოლიძემ ბათუმის დინამოდან ლაზარე კუპატაძის ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ლაზარე დღემდე „გონიოში“ ირიცხება, ის ჩვენი კლუბის ფეხბურთელია, მაგრამ მისი კარიერისთვის და ნაკრებში დაბრუნებისთვის მიეცა ბათუმის „დინამოში“ დაბრუნების შანსი, რათა დაამტკიცოს რომ ნამდვილად საუკეთესოა.
მე, როგორც „გონიოს“ პრეზიდენტი ყველანაერად შევეცდები, დავკმაყოფილდე იმ გაწეული შრომისთვის, რაც მისი წარმატებისთვის აქამდე გავაკეთე და რასაც მომავალში გავაკეთებ. ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს შევხვდები და ყველაფერი ამის შემდეგ გადაწყდება.
- ამბობს დავით დოლიძე.