“გორგია” ადასტურებს, რომ “გარკვეული პროდუქციის” გაყიდვა აუკრძალეს

1 week ago 9

სავაჭრო ქსელი ‘გორგია” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ფაქტობრივად ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მთავრობის მითითებით გაყიდვიდან ამოიღო სამშენებლო სათვალეები და რესპირატორები.

“გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია. მარკეტებმა პროდუქცია გადაიტანეს საწყობებში თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობდით პროდუქციის თაროებზე დასაბრუნებლად, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქცია გახდეს ისევ ყველასათვის ხელმისაწვდომი. ყველაზე უკეთ, სწორედ თქვენ, ჩვენმა მომხმარებლებმა იცით, რომ ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია. ხოლო, თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია 🇪🇺 🇬🇪”, – წერს გორგია.

გორგიას ამ განცხადების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც კომპანია რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა პროტესტის ნიშნად. თავდაპირველად სწორედ მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კომპანია საწყობში ინახავდა იმ პროდუქციას, რომლითაც აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზისგან იცავენ თავს.

სრულად წაკითხვა