გორელი სამოქალაქო აქტივისტი ვახო ფიცხელაური გაიტაცეს, გაძარცვეს და სცემეს. ამ წუთებში მის საცხოვრებელ სახლთან პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.
„ყველაფერი წამართვეს საფულე, მობილური თუ რამე მქონდა ჯიბეში, სიგარეტი დამრჩა მხოლოდ”, – ამბობს ვახო ფიცხელაური.
ფიცხელაურის მეუღლე თეო ბზიშვილი ამბობს, რომ სახლში სტუმრები ჰყავდათ და მეუღლე მაღაზიაში გავიდა, რის შემდეგაც ფიცხელაური რამდენიმე პირმა, გაიტაცეა, გაძარცვა და სცემეა.
„დაქოქილი მანქანიდან გაიტაცეს. მაღაზიაში გამოვიდა სახლიდან, მანქანა რომ დაქოქა უკან ამოუდგა “მარშუტკა”, გადმოათრიეს მანქანიდან, არის გაძარცვული, დასისხლიანებული”, – ამბობს თეონა ბზიშვილი