გორის "დილამ" ეროვნული ლიგის 35-ე ტურში ბათუმში ადგილობრივი "დინამო" 2:0 დაამარცხა და დიდი შანსი აქვს, რომ სეზონი საქართველოს ვიცე-ჩემპიონის რანგში დაასრულოს.
"დილამ" ამ გამარჯვებით 68 ქულას აგროვებს და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილისთვის "ტორპედოსთან" ერთად იბრძვის, რომელსაც 67 ქულა აქვს.
ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, 8 დეკემბერს, გორის "დილა" შინ ფოთის "კოლხეთს" მიიღებს, ხოლო ქუთაისის "ტორპედო" მასპინძლის სტატუსით "თელავს" დაუპირისპირდება.