გორის ვიცე-მერის პოსტზე სიმონ გულედანი ოხანაშვილის მეჯვარემ შეცვლა

2 months ago 13

გორის მერიაში საკადრო ცვლილებაა – ვიცე-მერის პოსტზე სიმონ გულედანი კოტე ბუზალაძემ შეცვალა. 

კოტე ბუზალაძის შესახებ ინტერნეტ სივრცეში ინფორმაცია არ იძებნება, თუმცა როგორც “მოზაიკას” უთხრეს, ის სუს-ის ახალი უფროსის, ანრი ოხანაშვილის მეგობარი და მეჯვარეა. 

წარსულში, ბუზალაძე საბანკო სექტორში მუშაობდა. რამდენიმე წელი და პარლამენტის კანცელარიის თანამშრომელი იყო. 

ლიბერთი ბანკში მუშაობდა და ბოლო პარლამენტის კანცელარიში იყო“, – უთხრეს “მოზაიკას”. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, სწორედ კოტე ბუზალაძე იქნება “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე. 

დატოვეთ კომენტარი

სრულად წაკითხვა