WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

16.10.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

„ქართლის ამბების“ ცნობით, გორის მერიის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომელმა ცხოველთა დამცველს ჯოხი გადაარტყა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და პოლიცია.

„გარედან ვიღებდი ვიდეოს… [თანამშრომელი ქალბატონი] სრულიად არაადეკვატურია, ჯოხით გამოგვეკიდა გარეთ, ჯებირებს გარეთ, მეც და ერთ ქალბატონსაც გადაგვარტყა ჯოხი“, – ამბობს ერთ-ერთი დაშავებული „ქართლის ამბებთან“.

ადგილზე ცხოველთა უფლებადამცველები რამდენიმე საათია აქციას მართავენ. აქტივისტები ითხოვდნენ თავშესაფარში შესვლას, რათა ადგილზე გასცნობოდნენ სიტუაციას, ასევე ლეკვების გამოყვანას.


გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელა ვიდეო გორის თავშესაფრიდან, რომელზეც ლეკვების მდგომარეობა იყო ასახული.

„გორში 300-მდე ლეკვი ჰყავთ და ცივი წყლის შლანგი მიშვებული, მშიერ-მწყურვალები, მკვდრებთან ერთად ცოცხლები გამოკეტილები! საათში ერთხელ კვდებიან ლეკვები“, – დაწერა მარიამ ცერცვაძემ.

აღნიშნულს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც

შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტომ განცხადება გაავრცელა.

მათი პოზიციით, თავშესაფარში გადაღებული კადრები „კონტექსტიდან ამოგლეჯილად“ გავრცელდა, რაც მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

სააგენტოს განმარტებით, ვიდეოს გადაღების დროს თავშესაფრის ტერიტორიაზე ვოლიერების გეგმური დასუფთავება და დეზინფექცია მიმდინარეობდა. შესაბამისად, პროცესის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით, ლეკვები დროებით დამხმარე ვოლიერებში იყვნენ განთავსებულნი.