WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

2

გორის მუნიციპალიტეტის სოფელტირძნისში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქართლის ამბებიავრცელებს.

შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა.

“ბავშვი 9 წლისაა, გზაზე გადადიოდა, სახლისკენ მიდიოდა. ჯერ გორმედის კლინიკაში მიიყვანეს, გუშინვე თბილისში გადაიყვანეს. როგორც გვაცნობეს, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოტეხილობები აქვს და ოპერაციები დასჭირდება.”- უთხრეს ქართლის ამბებს ტირძნისის საჯარო სკოლაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.