გორში, ახალბაღის პარკის ტბაში ცხედარი ნახეს – ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 70 წელს გადაცილებული მამაკაცია. ცხედარი წყალში მოქალაქემ შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
[ფოტო: ქართლის ამბები]