გორში მეწყერსაშიში ზონა გაჩნდა – რკინიგზის სადგურის დასახლებაში დახმარებას 20 ოჯახი ითხოვს.

მუნიციპალიტეტმა მათ ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა, თუმცა მერიის ამ წინადადებას ჯერ მხოლოდ ორი ოჯახი დათანხმდა. დანარჩენები კი ხელისუფლებას მოუწოდებენ, კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარადგინონ, თუ რა მოხდება მას შემდეგ, როდესაც ოჯახებს ქირით გადაიყვანენ.