გორში საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია არ გაიმართება.
როგორც “მოზაიკას” უთხრეს, საზეიმო პროგრამა, რომელიც ყოველ წელს, ნაძვის ხის ანთებისთვის იგეგმება, წელს არ იქნება.
“გადაწყვეტილია, რომ ნაძვის ხე აანთონ იმ მუსიკალურ-გასართობი პროგრამის გარეშე, რაც წინა წლებში იყო ხოლმე”, – უთხრეს “მოზაიკას”.
ამ საკითხზე კულტურის სააგენტო კომენტარს არ აკეთებს. სააგენტოში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით ნაძვის ხის ანთების თარიღიც არაა დაზუსტებული.
ქალაქიც ცენტრში საახალწლო ნაძვის ხის აწყობა თითქმის დასრულებულია. სატესტო რეჟიმში რამდენჯერმე განათებებიც ჩაირთო.
დატოვეთ კომენტარი
ტეგებიგორი საზოგადოება