გოჩა ჭანია: "ფეხბურთელები ისეთ ადგილებში აღმოგვიჩენია, სადაც ბევრი მენეჯერი წასვლითაც კი არ შეიწუხებს თავს"

2 days ago 1

საფეხბურთო სააგენტო BeProGEO ოფიციალურად 2024 წელს დაფუძნდა, თუმცა მანამდეც, სააგენტოს ხელმძღვანელი გოჩა ჭანია აქტიურად ეხმარებოდა ქართველ ფეხბურთელებს ევროპულ ბაზარზე მოხვედრაში. სააგენტოს შექმნის მთავარი მიზანია, საქართველოს ნებისმიერ წერტილში ნიჭიერი ფეხბურთელები აღმოაჩინონ და მათ კარიერის სწორად განვითარებაში დაეხმარონ.

რით არის BeProGEO გამორჩეული სხვებთან შედარებით?

- ვფიქრობ, მე და ჩემ პარტნიორებს ის გამოგვარჩევს, რომ ფეხბურთელები ისეთ ადგილებში აღმოგვიჩენია, სადაც ბევრი მენეჯერი წასვლითაც კი არ შეიწუხებს თავს. ჩვენ არ ველოდებით მოთამაშის ნაკრებში მოხვედრას და შემდეგ მათთან თანამშრომლობის დაწყებას. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ, სწორი მუშაობით, შემდგომში მათ ნაკრების კარი გაეხსნათ.

გარდა ამისა, ბევრჯერ ინვესტიცია ისეთ ფეხბურთელებში გავაკეთეთ, რომლებიც ყველას დავიწყებული ჰყავდა და შანსი აღარ ეძლეოდათ. და მათ გაამართლეს და ზოგმა კარიერა, საერთოდ თავიდან დაიწყო. 

მხოლოდ ქალაქებში არა. დავდივართ სოფლებშიც და იქაც ვეძებთ ტალანტებს. ვაკვირდებით და საშუალებას ვაძლევთ ევროპულ კლუბებში მოხვდნენ, სადაც კარგი პირობები დახვდებათ და შანსი ექნებათ, განვითარდნენ.”

რომელი ქვეყნის ბაზრებზე მუშაობს BeProGEO?

 - ამ ეტაპზე, ძირითადად, საქართველოსა და სლოვაკეთში ვართ. ასევე, აქტიური კონტაქტები გვაქვს ნიდერლანდურ, პოლონურ, ხორვატულ და გერმანულ კლუბებთან. მე თვითონ ყოფილი ფეხბურთელი ვარ და საჭირო კავშირები შევიძინე კარიერის განმავლობაში.

რომელ ფეხბურთელებთან გაქვთ პარტნიორობა? 

- მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო მაინც ახალი დაფუძნებულია, BeProGEO-სთან თორნიკე ძოწენიძე, ბექა გვარაძე, ნასიმ ჰნიდი, ირაკლი კამლაძე, გურამ გოშთელიანი, დავით ასათიანი, სერგო კუხიანიძე, შალვა ბურჯანაძე, დავით ნაჭყებია, გიორგი ბუხაიძე და ქართული ფეხბურთის მაყურებლისთვის სხვა კარგად ნაცნობი სახეები თანამშრომლობენ.

ასევე, გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელები, მათ შორის, გიორგი ლომაია, ლევან ტურიაშვილი, არმინ მადანიპოური, გიორგი აბულაძე, ლუკას ფილიპიაკი და სხვები.

რა არის თქვენი გეგმები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის?

- მადლობა ამ კითხვისთვის. ზუსტად ახლა, ძალიან მალე გამოჩნდება ჩვენი სწორად გაკეთებული საქმეები და ის თუ, რომელ გუნდებში წავლენ ჩვენი ფეხბურთელები. მოკლედ, რომ ვთქვათ, გულშემატკივარი ამას მალე იხილავს.

სრულად წაკითხვა