გუდაურში ერთ-ერთი რესტორნის მეორე სართულზე 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს

1 week ago 9

გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე მოწყობილ საძინებელ სივრცეში 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ამავე ობიექტზე იყვნენ დასაქმებულები. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ და, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა მოხდა,

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საძინებელი ოთახების სიახლოვეს, შიდა, დახურულ სივრცეში განთავსებული იყო გენერატორი, რომელიც, სავარაუდოდ, 13 დეკემბერს ჩართეს, როდესაც ობიექტს დენის მიწოდება შეუწყდა.

გარდაცვლილი 12 ადამიანიდან 11 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო ერთი – საქართველოს მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ასევე გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

სრულად წაკითხვა