“გურანდას სახლში მიასვენებენ,3 წლის პატარა მარიამი დარჩა..” – ნახეთ რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი გუდაურში დაღუპული გოგონას შესახებ

5 days ago 3

გუდაურში, ერთ-ერთ რესტორანში დაღუპული გოგონა 25 წლის გურანდა ჩხაიძეა, რომელიც ინდური კვების ობიექტზე მიმტანად მუშაობდა. იგი გონზე მოუსვლელად გაირდაიცვალა.
ახლობლების ცნობით, მას 3 წლის შვილი, პატარა მარიამი დარჩა.
ინდოეთის მოქალაქეების ცხედრები, ამ დრომდე, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რჩება. გურანდა ჩხაიძის ცხედარი სახლში უკვე გადაასვენეს.
გუდაურში ინდოეთის მოქალაქეებმა კომერციული ფართი, დაახლოებით,

ორი წლის წინ იქირავეს და იქ საკვებ ობიექტს ამუშავებდნენ. მათ ადგილობრივებიც კარგად იცნობდნენ. გარდაცვლილთა ასაკი 25-დან 40 წლამდე მერყეობს. მათ შორის, 8 მამაკაცი და 4 ქალია.

12-ვე ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა, გარდაცვალების მიზეზებზე ოფიციალური დასკვნა, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. ახლა ახლობლები ცხედრების გადასვენებას ინდოეთში, ან მინიმუმ, იმ ქვეყანაში ცდილობენ, სადაც გარდაცვლილების კრემაციაა შესაძლებელი.

ინდოეთის მოქალაქეების ცხედრები, ამ დრომდე, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რჩება. კიდევ ერთი გარდაცვლილი, 25 წლის ქალი საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.

გუდაურში ინდოეთის მოქალაქეებმა კომერციული ფართი, დაახლოებით, ორი წლის წინ იქირავეს და იქ საკვებ ობიექტს ამუშავებდნენ. მათ ადგილობრივებიც კარგად იცნობდნენ. გარდაცვლილთა ასაკი 25-დან 40 წლამდე მერყეობს. მათ შორის, 8 მამაკაცი და 4 ქალია.

გარდაცვლილთა შორისაა რესტორნის მეპატრონე, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა. ახალგაზრდა მამაკაცის ძმას, დღეს, “კურიერიც” ესაუბრა. ის ჰყვება, რომ ძმა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე სატელეფონო კავშირზე აღარ გამოდიოდა, რის გამოც, გუდაურში ჩასვლა თავად გადაწყვიტა. ადგილზე მისულს კი ობიექტზე უკვე სამართალდამცველები დახვდნენ.

გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას წინ უძღოდა ძლიერი ქარი და უამინდობა, რის გამოც, კურორტზე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა. სწორედ ამ მიზეზით, ობიექტზე გენერატორი ჩართეს, თუმცა გამონაბოლქვი, სავარაუდოდ, რესტორნისა და საძინებელი ფართის შიდა ტერიტორიაზე აღწევდა, მომწამვლელმა ნივთიერებამ კი, საბოლოოდ, 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სრულად წაკითხვა