„გური ვერ გააცილებს მამას უკანასკნელ გზაზე, მაგრამ კარგია თუ ამას გავაკეთებთ ჩვენ…“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

1 day ago 2

„პატიმარ გური მირცხულავას მამას დღეს დაკრძალავენ“, – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს.

ნანუკა სოციალურ ქსელში წერს, რომ სამწუხაროდ საპატიმროში მყოფი გური მამას უკანასკნელ გზაზე ვერ გაცილებს, ამიტომ საზოგადოებას მოუწოდებს გააცილონ პატიმრის მამა უკანასკნელ გზაზე:

„გახსენებთ რომ პატიმარ გური მირცხულავას გარდაეცვალა მამა. გური ვერ გააცილებს მამას უკანასკნელ გზაზე, მაგრამ კარგია თუ ამას გავაკეთებთ ჩვენ.
დაკრძალვაა დღეს, 14;00-ზე.
უნივერსიტეტის ქუჩა #6
სარიტუალო სახლი“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე დაკავებულ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას და კიდევ 3 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 დეკემბერს შეეფარდათ.

სრულად წაკითხვა