საქართველოში პროტესტის 22-ე დღეა – ევროპის მოედანზე გურულები შეიკრიბნენ. ისინი გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ და აქციის ფარგლებში დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას ითხოვენ.
“რა მინდა ქე იცი, აბა შენ იცი”, “გურულები, ნენა, ცხენით ჩევეით ამერიკაში და ევროპაში გაგვიჭირდება?” – ამ შინაარსის ტრანსფარანტები აქვთ მოქალაქეებს ადგილზე მიტანილი, რომლებიც რამდენიმე წუთში პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ.