გუშინ გამოვიდა 2000 ადამიანი, რაც, სრული მობილიზაციის პირობებში არის სრული ფიასკო – ირაკლი კობახიძე

1 week ago 3

წაკითხვა: 8

გუშინ გამოვიდა 2000 ადამიანი, რაც, სრული მობილიზაციის პირობებში არის სრული ფიასკო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გუშინ გამოვიდა 2000 ადამიანი, რაც, სრული მობილიზაციის პირობებში არის სრული ფიასკო, მეტი არ იყო. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, როგორც არ უნდა გწყინდეთ, გუშინ იყო პიკზე 2000 ქართველი ხალხი გამოსული. რაც შეეხება ჯარიმებს, სანქციებს, მსოფლიოში არ ხდება ასეთი რამ რომ 150 კაცი, ხანდახან 100 და 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს აბსოლუტურად უპრეცედენტო მოვლენაა, ამას სჭირდება ჯარიმებით დაპირისპირება.

არის მეორე მხარე, საზოგადოების ინტერესები, საზოგადოებას უნდა, რომ მშვიდად გაიაროს რუსთაველის გამზირზე, თუნდაც იმ ნახევარი საათის განმავლობაში, როცა იკეტება ხოლმე ქუჩა, ამას სჭირდება ბუნებრივია ჯარიმები, ამას სჭირდება შესაბამისი ზომები და ამას ყველა უნდა შეეგუოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა