გუშინ ჭავჭავაძეზე გაჩენილი ხანძრის გამო მეხანძრე მაშველი გარდაიცვალა- შსს ინფორმაციას ავრცელებს

5 hours ago 2

გუშინ, 21 დეკემბერს, თბილისში ჭავჭავაძეზე მომხდარ ხანძრას მეხანძრე-მაშველის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრველებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის - 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო.

გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს.”- წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

სრულად წაკითხვა