WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

35

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა საფრანგეთიდან წერს:

,,და დადგა ის საშიში დრო,
როდესაც ნებისმიერი ადამიანის რეპუტაცია შეგიძლია ეჭვის ქვეშ დააყენო.
თუ ადრე, ამას აკეთებდა КГБ,მოსადი,MI 6, შტაზი, თუ კსირი, ახლა ჩვეულებრივ, ასოციალურ, დაბოღმილ, აკნეიან ტიპს შეუძლია მასებზე ზეგავლენის მოხდენა.
საკმარისია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გენერირებული ფოტო თუ ვიდეო, ერთი-ორი წარწერა და “გაშავება ინ ექშენ”.
სამწუხაროა,რომ ადამიანები საბოლოოდ დავიდნენ აღქმოიდურ, პრიმიტიულ მდგიმარეობამდე და მზად არიან ყველა სისულელე “გადაყლაპონ”.
-უი,მართლა პოლიციასთან გქონდა პრობლემები?
სიმართლე: გავაკეთე სიუჟეტი ფრანგული პოლიციის საუკეთესო მუშაობაზე.
– ვაა, შუა თითი აჩვენე ყველას და თქვი მკიდია ევროპა?
სიმართლე: ფოტო გენერირებულია,მე ვთქვი, რომ ევროპა ჩემი სახლია.
– რა,მართლა შეურაცხყოფა მიაყენე ვინმეს საფრანგეთში?
სიმართლე: ვთქვი,რომ ნიცა და კანი კარგია,მაგრამ საქართველოს არაფერი ჯობია.
აი ასე იქმნება ფეიკები, ცრუ ამბები, ვიღაცის ბოდვების რეინკარნაცია.
როგორ ვებრძოლოთ?
მარტივად!!!!!
გადაამოწმოთ პირველი წყარო!
მე პირადად სპეციალურად არ ვკეტავ “ფბ” გვერდს.
გაინტერესებს რა ხდება ჩემს თავს?
შემოდი ჩემს გვერდზე და სქროლე…
მაგრამ არა, პრობლემა სულ სხვა რამეშია!!!!
საზოგადოების მანიაკალურ ნაწილს მუდმივად უნდა ცუდი ამბის გაგება.
ეს ენერგეტიკული ვამპირიზმია,როდესაც შენს მძორს უარყოფითი ენერგიით კვებავ.
მოკლედ ჩემო ძვირფასებო,შეგახსენებთ ერთ საინტერესო ექსპერიმენტს.
სამი წყლიანი ჭიქა.
ერთს ეფერებიან,
მეორეს ეჩხუბებიან,
მესამეს აიგნორებენ.
ორი კვირის მერე, წყლიანი ჭიქა რომელსაც აიგნორებდნენ დაჭაობდა.
მორალი: დაიკიდე-მოგეშვება!
ნუ მისცემთ მოწინააღმდეგეს თქვენთან პოლემიკით ტკბობას.
დააიგნორეთ და დაამყაყეთ,
სულ ეს არის!
მოკითხვა ჭაობის ბაყაყებს!
და კიდევ, გახსოვდეთ “აიკიდოს” პრინციპი,
აიკიდო არის თანამედროვე იაპონური საბრძოლო ხელოვნება, რომელიც ორიენტირებულია თავდამსხმელის ენერგიის მისსავე წინააღმდეგ მიმართვაზე და თავდაცვაზე აგრესიის გარეშე. იგი მე-20 საუკუნის დასაწყისში შექმნა ოსტატმა მორიჰეი უესიბამ (ო-სენსეი). ფილოსოფიურად, სახელი „აიკიდო“ ითარგმნება როგორც „სულიერი ჰარმონიის გზა“
(აი — ჰარმონია/გაერთიანება, კი — სასიცოცხლო ენერგია, დო — გზა).
ხოდა ღმერთმა გვიმრავლოს სასარგებლო იდიოტები!!!! მინიმუმ რეიტინგს გვიორმაგებენ.
ცუდი პიარიც პიარია!
არ ლაპარაკიბენ მასზე,ვინც არ აინტერესებთ,ან წარუმაყებელია.
სანამ ქმნი სხვის დღის წესრიგს-
უძლეველი ხარ!
მიყვარხართ
PR ტექნოლოგი
ლ.მ.”