ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში დღეს შექმნილ რეალობას და “ლენინის თეზისებს” შორის პარალელს ავლებს, კონკრეტული მინიშნებებით:
“ეგ როგორ არის – როდესაც ქვემოთ აღარ სურთ ძველებურად ცხოვრება, ზემოთ კი აღარ იციან, როგორ მართონ? ლენინს „რევოლუცია“ ეწერა. მე „ცვლილებებს“ დავწერ – სიტყვა უფრო მშვიდია.🙂
ჰოდა, ასეთი ცუგცვანგის მდგომარეობა „ოდესმე“ აუცილებლად დიდი ცვლილებებით მთავრდება. და, როგორც წესი, ცუდად მთავრდება – განსაკუთრებით მათთვის, ვინც ზემოთაა.
რატომ? იმიტომ, რომ ცუგცვანგის მთავარი თავისებურება სწორედ ესაა: სვლა უნდა გააკეთო, მაგრამ ყოველი შესაძლო სვლა მდგომარეობას კიდევ უფრო გიუარესებს.
და ყველაზე სახიფათო მომენტი მაშინ დგება, როდესაც ზემოთ მყოფებს ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ სვლებს თვითონ ირჩევენ“, – წერს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.
paraleli პოლიტიკა