WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კატასტროფისკენ მივდივართ დიდი ნაბიჯებით არსად აღარ გვიღებენ, დავდივართ პანაშვიდებზე, დავდივართ ყირგიზეთი ყაზახეთს და მსგავს ქვეყნებში, გაზრდილია იმფლაცია, გაძვირებულია ყველაფერი, ხელფასები დაბალი, ნახეთ სოფლებში რა ხდება, როგორ უჭირს ხალხს და ყველა აქ გამორბის თბილისში, ან საზღვარგარეთ მიდის, ოჯახი, რომ არჩინოს და მათიკაშვილს დღემდე ჰგონია, რომ იქედან გამოგზავნილი კაპიკები მისი დამსახურებაა, მედიკამენტების ფასი სასწაულად მომატებული, გარდა ამისა სოციალური დაუცველების დასაქმების პროგრამა (300 ლარიანი) ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა – გააუქმეს, 500 მილიონიანი რეგიონების განახლების პროგრამა გაქრა, პრობლემებია ყველა სფეროში ჯანდაცვაში, ეკონომიკაში, კულტურასა და განათლებაში, ვერ ასრულებენ სკოლებს, ზოგი დანგრეულია, ზოგიც 3 წელია რემონტშია. ჩვენ უბრალო ადამიანების ხარჯზე უამრავ ფულს აკეთებენ და ერთეულები მდიდრდებიან, კომუნალურები იმის მაგივრად რომ გაიაფებულიყო მომატებულია, გამათხოვრებული პენსიები, რომლითაც უკვე ვეღარაფერს იყიდი, გაძვირებული ექიმთან ვიზიტები 70-100-130 ლარი, მოხუცი ხალხი არავის აინტერესებს, პარლამენტარების ხელფასები და მინისტრების 15-16000. მანქანები (მაღალი კლასის მაგათ) ჩვენ ვისაც ყიდვის ტ@აკი არა გვაქვს ვეღარც ვივლით (დაიკიდეს ხალხი, ადამიანები სოფლებში 3-4000 ნი მანქანებით დადიან, და რომც შეაგროვონ 2021 წლის მოდელს ვერაფერს იყიდის, დაცინეს ხალხს. პრობლემები სოფლის მეურნეობაში, გაზაფხულზე ხვნა-თესვის დროს არავის გახსენებია გლეხი საწვავით მაინც რომ დახმარებოდა, შემოდგომაზე კი ხედავთ. ორშვილიანი ოჯახის შემოსავალი საშუალოდ 1000-1500 ლარია და ხალხი ყველაფერს იკლებს, ბავშვები რომ გაზარდოს, დემოგრაფიაში – ჩვარდნა, ვეღარ ოჯახდებიან ბავშვების გაზრდა გართულდა, საჭმელი, პამპერსი, ექიმი იმდენად ძვირია წარმოუდგენლად. და ასე შემდეგ უამრავ რამეს მივამატებდი კიდევ. მართალია კეთდება გზები, განათება, წყალი და ასე შემდეგ, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი უკვე ჩრდილავს.

ხო დამავიწყდა ის ხალხი ვინც მართლა ოცნებაა და 2012 მერე საკუთარი მხრებით მოვათრიეთ ოცნება აქამდე დღეს დაკიდებულია, ნაცი არარაობებითაა სავსე ყველა სფერო, ან უცოდინარი იდიოტებით (ისე თქვენც ბევრი ნაძირალა დაგვასვით, მაგრამ ეხლა სრული მარაზმია). ბოლო არჩევნებზე 2024 წელს თქვეს გამო უამრავმა ადამიანმა მიცა ხმა ოცნებას, და თქვენი სადღეგრძელო შეისვა ბატონ ბიძინასთან ერთად, რავიცი ხალხმა სხვა სახელი და გვარებიც იცის მაგრამ არ გახსენებია არავის. თუ მანდედან თავს დააღწევთ ამ კომენტარს გაგახსენებთ პირადად და სად რა და როგორ ხდება დეტალურად გეტყვით. მიხვდებით ალბათ ვისი მხარე მიჭირავს, შევხვედრილვართ ჩვენ, არ გემახსოვრებით მაგრამ დადგება დრო მაგის. რაც შეეხება პრობლემებს ქვეყანაში იმდენია რა დალევს. ყველაზე მეტად კი ეს არაფრისგან გამდიდრებული ხალხია, რომლებიც გლეხი ხალხის სარჩო-საბადებელს მიირთმევს და ქვეყანას განვითარების საშუალებას არ აძლევს იმიტომ, რომ განათლებული, დაპურებული კაცი უკვე სხვა რამეზე ფიქრიბს. გვეგონა რაღაცეები დასრულდა 2012 წელს მაგრამ აგერ უარესია ხალხი თავის სათქმელის გამოთქმასაც კი ფარულად ცდილობს, ის ერთი ლუკმაც რომ არ წაართვან და შვილები მშიერი არ დარჩეს. ამას არ დავპირებივართ ხალხს.