დააკავეს აქტივისტური ჯგუფი „დაფიონის“ ლიდერი, გრძელდება ჩხრეკა სხვა აქტივისტებთან

2 weeks ago 16

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონსის“ დამფუძნებელი და ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე დააკავეს.

ჯგუფის ფეისბუკ-გვერდის ცნობით, ის „პირდაპირ ქუჩიდან აიყვანეს“.

რადიო თავისუფლება ცდილობს დეტალების დაზუსტებას.

4 დეკემბერს არაერთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზოციონერი ლიდერი ნიკა გვარამია, „გირჩის“ წევრი გელა ხასაია; ასევე, „ლელოს“ ორი წევრი.

ამავე დღეს ჩხრეკა ტარდება პოლიტიკური პარტიების - „გირჩი-დროას“, „ახალის“, „ნაციონალური მოძრაობის“ - ოფისებში.

ასევე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებში. მათ შორის ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის ბინაში. ჩხრეკა ჩატარდა ამავე ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, ნენსი ვოლანდთან.

არაერთი აქტივისტი წერს, რომ პოლიცია ჩხრეკას ატარებს მათს ბინებში.

მოქალაქე ანა კვანჭილაშვილი წერს, რომ დედასთან ლურჯ ფორმებში გამოწყობილი 4-5 ადამიანი მივიდა: „გაზი უნდა შევამოწმოთო. არ უღებდა კარს. შემოვლწავთო. გააღო დედაჩემმა კარი. დახვდათ დაზაფრული ტყუპები... დაჩხრიკეს სახლი სრულად და დაათვალიერეს ყველაფერი“, - წერს იგი.

„გულის შეტევა აქვს დედაჩემს. სასწრაფო გამოვუძახეთ“, - ამბობს ის.

მოგვიანებით დაწერა, რომ მივიდნენ მის ქმართანაც.

სრულად წაკითხვა