დაბა კაზრეთში დღეს არჩილ მუსელიანცის მხარდამჭერი მარში გაიმართება

3 months ago 34

არჩილ მუსელიანცის მხარდამჭერი მარში დღეს დაბა კაზრეთში გაიმართება. ახალგაზრდას, რომელიც 4 წლით ციხეში 534 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის გაუშვეს, აქციის მონაწილეები სოლიდარობას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ. ადგილზე ტრადიციულად დარიგდება გაზეთები “თავისუფლების ხმა ციხიდან”, სადაც სინდისის პატიმრების წერილებია თავმოყრილი.

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტების ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, ამის შემდეგ კი ისინი დაბა კაზრეთისკენ გაემართებიან. სწორედ კაზრეთია მუსელიანცის მშობლიური ადგილი.

სრულად წაკითხვა