“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურ მდივანს, პაატა მანჯგალაძეს 12 აგვისტოს დაბადების დღე ჰქონდა. პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, საოჯახო პაემნის უფლებით, ეს დღე თავის შვილებთან ერთად გაატარა. აღნიშნულთან დაკავშირებით მისი შვილი, ნინი მანჯგალაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:
“გუშინ პაატას დაბადების დღე იყო. 24 საათი მასთან ერთად გავატრეთ. 10 თვის შემდეგ მე თაკო და ტასო პირველად ჩავეხუტეთ.
პირველად შევდგი ფეხი იმ სამყაროში, სადაც დრო გაჩერებულია, ჰაერიც კი მძიმეა და კედლები უსამართლობისგან სუნთქავს.
იმ ცივ, უსულო დერეფნებში სიარულისას ხვდები, რამხელა სისასტიკეა რეჟიმი, სიარულისას გული გისკდება, ადამიანი, რომელსაც არაფერი დაუშავებია, რომლის წინააღმდეგაც არცერთი მტკიცებულება არ არსებობს და სრულიად უდანაშაულოა, აქ არის.
თუმცა, მაინც გისოსებს მიღმა სულ სხვა სინათლე დამხვდა.
როცა თვალებში შევხედე, მივხვდი, რომ სხეულის დატყვევება ადვილია, მაგრამ მართალ და თავისუფალ სულს ვერაფერს დააკლებ. პაატა არ გაბოროტებულა. იმ აუტანელ პირობებშიც კი უფრო ღრმა, სათნო და უშიშარი გამხდარა. გულში იმაზე მეტი სიყვარული და სინათლე აქვს, ვიდრე ოდესმე.
იქ, სადაც საათიც კი არ არის, ის მხოლოდ ფურცლითა და კალმით იბრძვის და გვიმტკიცებს, რომ მთავარი თავისუფლება შენს აზროვნებაშია და მას ვერცერთი ბოქლომი ვერ წაგართმევს.
იქიდან გამოსულს თითქოს ყველაფერი გადამიფასდა. მივხვდი, რას ნიშნავს ნამდვილი სიმტკიცე და რამხელა სიამაყეა, როცა ასეთი მამის შვილი ხარ.
დაბადების დღეს გილოცავთ, მა. შენი შინაგანი სინათლე ყველა გისოსზე ძლიერია. უზომოდ ვამაყობთ შენით და შენი შვილობით!❤️” – წერს ნინი მანჯგალაძე.
paraleli პოლიტიკა