ფოტო: norwegian.com
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ევროპული ავიაკომპანია – „ნორვეჯიანი“ (Norwegian) შემოდის, რომელიც ოპერირებას 2026 წლის ზაფხულიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
„Norwegian“-ი კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 27 ივნისიდან შეასრულებს. ფრენა დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება.
„აღსანიშნავია, რომ აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა. საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა“, – აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
ნორვეგიული ავიაკომპანია „Norwegian“-ი სკანდინავიაში სიდიდით მეორეა Scandinavian Airlines-ის შემდეგ.

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·