მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზზე წერს.
„საქართველოში ამინდის არასტაბილურობის მორიგი ნიშნები ბრუნდება, რაც ბევრ რეგიონში ელჭექის, სეტყვისა და წვიმის გახშირებას გამოიწვევს.მომდევნო 4 დღის განმავლობაში საქართველოში კვლავ ნოტიო ჰაერის მასების ინტენსიური გავრცელებაა მოსალოდნელი, ტემპერატურა ყველგან დაიკლებს და დროგამოშვებით იწვიმებს, ლოკალურად შესაძლებელია ზოგან ძლიერი ნალექიც, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს მეწყრული პროცესების გააქტიურებას.განსაკუთრებით საყურადღებოა მთიანი ტერიტორიები და კახეთის მხარე, სადაც ყველაზე მაღალი ალბათობაა ძლიერი წვიმისა და სეტყვის.მშვიდ დღეებს გისურვებთ“ – წერს ფარტენაძე სოციალურ ქსელში.
Post Views: 3