„დაემუქრნენ, ამოვთხრით ტრაქტორით და ცოცხლად დაგმარხავთო“ – რას ყვებიან პატიმრის მშობლები

11 hours ago 1

სკანდალური ინტერვიუ რეჟიმის პატიმრის ოჯახთან, რომელიც პოლიცილებმა ლისის ტბაზე აიყვანეს, დანაშულის აღიარება ცემით მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მიწის გათხრით და დასაფლავებით დაემუქრნენ. ამ სისტიკის მიუხედავად, რეზო კიკნაძე ციხეში პროკურატირამ 6 წლიანი მუხლით გაუშვა, მოძალადე პოლიცილები კი არავის დაუსჯია.

რეზო კიკნაძე დღეს ოჯახის წევრებს ტელეფონით ესაუბრა და მისი დაკავები დეტალების მოუყვა. კიკნაძე მეტრო უნივერსიტეტთან დააკავეს, რის შემდეგაც ლისის ტბაზე აიყვანეს და სასტიკი ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

ოჯახი პირდაპირ ამბობს, რომ მათი შვილის სხვების მსგავსად უკანონო ტყვეობაში და “ოცნების” ხელისუფლება იმ ახალგაზრდებს სჯის, ვინც ქვეყანსა იცავს.

ჩემი შვილი დაუკავებიათ მეტროსთან და შემდეგ წაუყვანიათ ლისზე და უთხრეს იქ, რომ თუ არ იტყვი, რასაც ჩვენ გეტყვითო, ამოვთხრით ტრაქტორით და ცოცხლად დაგმარხავთო. ესე იგი, უნდა დაესახელებინა ჩემს შვილს გვარამია, ხოშტარია, ჯაფარიძე, ვითომ იმათ დავალებებს ასრულებდა. ხელებზე დაადეს ბორკილები და 6 საათის განმავლობაში ჰქონდა ეს ბორკილები, – ამბობს კიკნაძის დედა მაია ლეკიშვილი.

თქვა, „ბრძოლას ვაგრძელებ თაისუფლებისთვის, ვაგრძელებ შიმშილობას და გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“. დაადეს ბორკილები და წაიყვანეს გლდანში, – ამბობს მამა ილია კიკნაძე.

ადვოკატი ამბობს, რომ დაკავების ოქმი ფალსიფიცირებულია.

როდესაც გამომძიებელი ბრალდებულს მტკიცებულებებს ტყუილით უცვლიდა და ეს იყო ის, რომ დაზიანებულ დისკს უცვლიდა ადვოკატის გარეშე, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. ფაქტობრივი დაკავება განხორციელდა უნივერსოტეტის მეტროში. დაკავების და ჩხრეკის ოქმი შედგენილია ლისზე. ყოველივე აქედან გამომდინარე, მტკიცებულებების ფალსიფიკაცია გვაქვს. საგამოძიებო სამსახურის მიერ რეალური ნაბიჯები არ არის გადადგმული. 10 ფურცლიანი ჩვენება მისცა რევაზმა, სადაც 5 ადამიანის იდენტიფიცკაცია სახელით და გვარით ზუსტად მოახდინა , ასევე მიუთითა, რომ შეუძლია, ამოიცნოს ის ადამიანები, რომლებმაც ყოველივე ეს განახორციელეს მის მიმართ, – ამბობს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი. (ტვ პირველი)

სრულად წაკითხვა