დავით კეზერაშვილის ქოლ-ცენტრი მოსკოვშიც ჰქონდა, რომელიც რუსეთის უშიშროებამ დახურა(ვიდეო)

1 week ago 9

წაკითხვა: 1

დავით კეზერაშვილის ქოლ-ცენტრი მოსკოვშიც ჰქონდა, რომელიც რუსეთის უშიშროებამ დახურა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ტასი” ავრცელებს.

რუსეთის FSB-მ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ინტერესებში მოქმედი ქოლ-ცენტრების საერთაშორისო ქსელის მუშაობა შეაჩერა. როგორც TASS-ს FSB-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრში განუცხადეს, 50-ზე მეტ ქვეყანაში 100 ათასი ადამიანი იყო მსხვერპლი, ხოლო ქოლ-ცენტრების შემოსავალი დღეში 1 მილიონი დოლარი იყო.

„უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აღკვეთა ქოლ-ცენტრების საერთაშორისო ქსელის უკანონო საქმიანობა, რომელიც ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრს და კომპანია Milton Group-ის დამფუძნებელს.

ქოლ-ცენტრები იყო საერთაშორისო ორგანიზებული კრიმინალური საზოგადოების ნაწილი, რომელიც საინვესტიციო ტრანზაქციების საფარქვეშ ახორციელებდა მასიურ თაღლითობას ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ბრაზილიის, ინდოეთის, იაპონიის და სხვა მოქალაქეების მიმართ. „50-ზე მეტი შტატის ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით 100 ათასი ადამიანი გახდა მათი უკანონო საქმიანობის მსხვერპლი, შემოსავალმა დღეში 1 მილიონ დოლარს მიაღწია.”- ნათქვამია სააგენტო “ტასი”-ს ინფორმაციაში.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა