ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ რეალობასა და პროცესებში მის უშუალო ჩართულობაზე საუბრობს სამოქალაქო აქტივისტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით ჯინჭარაძე:
“ორი წლის წინ, ჯერ კიდევ 28 ნოემბრამდე უკვე ვხვდებოდი, რომ საზღვარგარეთ დიდი ხანი ვეღარ გავძლებდი და ბევრისთვის არასწორი, მაგრამ ჩემთვის ერთადერთი შესაძლებელი გადაწყვეტილება მივიღე, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი.
ცოტა სურეალისტურია ეს ყველაფერი – რასაც და ვისაც უნივერსიტეტში 2020-ში ტელევიზიით ვუყურებდი, ვგულშემატკივრობდი, მაგრამ არანაირი შეხება არ მქონია – 2024-ში მეც იმის ნაწილი გავხდი. რა მოვლენებიც ადრე ეკრანზე იყო, დღეს უკვე ჩემი ყოველდღიური სამსახურია.
ორი წელი გავიდა იმის შემდეგ და პროტესტიც სულ იცვლებოდა. ხან ჯარიმების გადახდის ფონდი იყო საჭირო, ხან სანქციებზე მუშაობა, ხან რაღაცეების გადააზრება. გადააზრება იმისაც, რომ სანამ ,,აქეთა” მხარეს ნამდვილად დემოკრატიული და ელიტიზმისგან დაცლილი ძალა არ აშენდება, რეჟიმი ლოგიკურად ავსებს ძალის ვაკუუმს. გააზრება იმისაც, რომ ყველაფერზე კომენტარის მიცემის და რეაქციულ რეჟიმში ყოფნის ნაცვლად, რაღაც ახალის მშენებლობაა საჭირო.
გააზრება იმისაც, რომ ამ ქვეყანაში ადამიანების უმრავლესობას სჭირდება რომ ხედვა დაანახო, თუ როგორ გადაჭრი მათ სასიცოცხლო პრობლემებს – იმისთვის, რომ უნდობლობიით სავსე ქვეყანაში გენდონ.
ვარიდსფერი სათვალეები ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ დღეს, ისე როგორც არასდროს, ვხედავ გამარჯვებამდე მისასვლელ გზას მაშინაც კი, როცა ეს ემოციურად მძიმეა – და ზოგი დღე ძალიან მძიმეა. ასეთი 28 ნოემბერი მოდის ჩემთვის – რწმენა იმისა, რომ ბოლოში შრომა და თანმიმდევრულობა იგებს“, – წერს დავით ჯინჭარაძე.
paraleli პოლიტიკა