ლიგა 1-ის მე-17 ტურში "პსჟ"-მ "სენტ-ეტიენს" უმასპინძლა. მატჩი პარიზელების გამარჯევბით 2:1 დასრულდა.
"მწავნეების" მხრიდან ერთადერთი გოლი ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზეა.
ქართველმა შემტევმა თავისივე მოპოვებული ჯარიმა უზადოდ შეასრულა.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით დონარუმამ მედიასთან ისაუბრა:
“დავითაშვილმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ჩვენ აუცილებლად უნდა დავაფასოთ მოწინააღმდეგის კარგი თამაში და მას ტაში დავუკრათ.” - განაცხადა იტალიელმა.