მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ ბარიატრიული ოპერაციის გაკეთების შემდეგ 56 კილოგრამი დაიკლო. იმის შესახებ, თუ რა შეიცვალა მის ცხოვრებაში წონის კლებასთან დაკავშირებით, ბარბარამ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში „სხვა ნანუკა“ ისაუბრა.
მომღერლის თქმით, ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოსაზრებით მიიღო: „ჩემი წონა წლების შემდეგ უფრო გამირთულებდა ცხოვრებას, მე მიშველა იმან, რომ მე ვარ ახალგაზრდა“.
„დავიკელი ძალიან ბევრი, 56 კილოგრამი, ფაქტობრივად, ერთი ადამიანი გავუშვი. ახლა მაინც ჭარბწონიანად ვითვლები და მინდა კიდევ 20 კილო დავიკლო.
ზედმეტ კილოგრამებთან გამომშვიდობებამ, პირველ რიგში, რაღაცებზე დამაფიქრა. თურმე წონა მენტალურ მდგომარეობასთან საერთოდ არაფერ შუაში არ ყოფილა. ვისაც დაუკლია, დამეთანხმება, რომ ისევ ის ადამიანი რჩება…
… რა თქმა უნდა, წონის კლებასთან ერთად თვითდაჯერებაც მატულობს, რადგან საზოგადოება ხდება შენ მიმართ უფრო მიმღებლური, ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, სიგამხდრე არის პრივილეგია…“ – ამბობს ბარბარა და წამყვანის კითხვაზე, რას გრძნობს, როდესაც ახლა სარკეში იყურება, პასუხობს: „ჩემს თავს ახლიდან ვიცნობ…“