მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი, სოციალურ ქსელში წერს რომ ქვეყნისთვის შეიძლება არაფერი გაუკეთებია, მაგრამ არც არაფერი გაუფუჭებია.
“მთელი შეგნებული ცხოვრებაა როგორც შემიძლია ვცდილობ თავი არავის გადავამეტო, არავინ შევაწუხო, ზედმეტად არაფერი გამოვუყენო, ფეხებში არავის მოვედო, წესი და კანონი არ დავარღვიო, ვცდილობ გამოვადგე ჩემს სამშობლოს, კუთხეს და ხალხს.
სამწუხაროდ ამ დრომდე ამდენი წვალების შემდეგ ვერაფერი შევძელი, ვერაფერი შევქმენი, ვერაფერი გავაკეთე.
ერთ-ერთ წინა პოსტში დავწერე, რომ ძალიან ცუდი ადამიანი ვარ-თქო. ხო, ახლაც ასე ვფიქრობ და ვისურვებდი ყველაზე ცუდი ადამიანი ვიყო ჩემს ქვეყანაში და ჩემი ქვეყნისთვის...“ - წერს მომღერალი.