ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ტვ პირველთან ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მძევლად აიყვანა, დარჩა ერთი, პრეზიდენტის ინსტიტუტი და მისი მძევლად აყვანაც სურს.
იგი ამბობს იმასაც, რომ უკვე არც ერთი პარტნიორი ოცნებას ხელისუფლებას არ უწოდებს, ან ქართულ ოცნებად მოიხსენიებს, ან დე ფაქტო ხელისუფლებად.
გიორგი გახარია:
გდდ-ს აღჭურვილობას ვინც იცვამს, იმათი 90 ამ ძალადობებში… ნაცემი ხალხი პირდაპირ ამბობს, რომ არიან ნიღბიანები, სცემენ, მერე გადასცემენ პატრულს. უკვე იციან რომ აქ მოპყრობა იქნება წარმოუდგენელი ძალადობა და პატრულთან საუბარი შესაძლებელია. ამ სისტემისთვისაც, ეს მოძალადეები უცხო სხეულია.
საცოდაობა იყო იმ პატრულის ყურება, რომელსაც მოქალაქეები სამართლიანად ეუბნებოდნენ, მე რომ მცემდნენ, შენ სად იყავი… ივანიშვილმა პოლიციაც და პატრულიც მძევლად აიყვანა.
რომ ნახოთ კადრების როგორი გადინებაა. ღირსეული პოლიციელების დიდი ნაწილი ამერიკაში, მძღოლად მუშაობს. ვერ ეგუებიან… ვიღაც გაიქცა, ვიღაც – დარჩა, ვიღაცა – დააშინეს, ვიღაცა – მოისყიდეს.
ახლა რაც ხდება, ამის აღდგენას დასჭირდება წლები. დაზუსტებით ვიცი, 100-ზე მეტი პოლიციელის განცხადებაა დაწერილი წასვლაზე, რომელსაც არ აკმაყოფილებენ.