“დაიბადა თეორია, რომ მიმდინარეობს ბიძინას ხელისუფლებიდან ჩამოშორების და რუსეთისთვის უფრო კომფორტული და დამჯერი კობახიძით მისი ჩანაცვლების პროცესი”, – ამის შესახებ პოლიტიკის საკითხების ექსპერტი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“დაიბადა თეორია, რომ მიმდინარეობს ბიძინას ხელისუფლებიდან ჩამოშორების და რუსეთისთვის უფრო კომფორტული და დამჯერი კობახიძით მისი ჩანაცვლების პროცესი.
უნდა გვესმოდეს, რომ ავტოკრატიული სისტემა ძირითადად პიროვნების კულტს ეფუძნება. შესაბამისად, ის მთლიანად ბიძინაზეა დაშენებული და მისი გამოცლა გარდაუვალ ნგრევას გამოიწვევს.შესაბამისად, თუ ასეთი გეგმა მართლა არსებობს, ან ვიღაცას აქვს ილუზია, რომ ბიძინას შეცვლის, ის მხოლოდ დააჩქარებს მანკიერი სისტემის კოლაფსს, რაც ცუდი არ იქნებოდა”, – აღნიშნავს ხუხაშვილი.