დაიღუპა უკრაინის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, 34 წლის თაბო არქანია

19 hours ago 2

რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა - 34 წლის თარბეი (თაბო) არქანია.

რადიო თავისუფლებასთან დაღუპულის ახლობელმა უთხრა, რომ თაბო არქანია 5 მაისს დაიღუპა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკთან.

მისივე ცნობით, არქანია რუსეთის მხრიდან დრონით თავდასხმისას მიიღო ძლიერი დაზიანებები თავის არესა და ფეხში და გარდაიცვალა.

თაბო არქანია, რომელიც უკრაინაში ცხოვრობდა, აფხაზეთიდან იყო დევნილი.

მას 10 მაისს დაკრძალავენ ქალაქ ოდესაში.

მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

  • ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის.
  • ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
  • ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
სრულად წაკითხვა