1
საქართველოში პროტესტის 43-ე დღეა – თბილისის ქუჩებში მასწავლებლები რიგით მე-4 მარშს მართავენ.
პედაგოგები, რომლებსაც დიდი ბანერი აქვთ გაშლილი, “პირველებთან” აცხადებენ, რომ საპროტესტო მსვლელობის მოთხოვნა ივანიშვილის რეჟიმის იძულებაა, დანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გაათავისუფლოს აქციების ფარგლებში დაკავებული პოლიტპატიმრები.
პედაგოგები ამ წუთებში მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებლისკენ მიემართებიან, ხოლო შემდეგ კი პარლამენტთან მიმდინარე ტრადიციულ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, “2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან”.