დაკავებული ზვიად ცეცხლაძე დუმილის უფლებად იყენებს – ადვოკატი

2 weeks ago 4

1

“დაფიონის” დაკავებული ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე დუმილის უფლებად იყენებს – ადვოკატის თქმით, ჩხრეკის ოქმში მითითებულია ისეთი ნივთები, რომელიც არ იყო მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული.

უფლებადამცველი ამბობს, რომ ჩხრეკას აბსოლუტურად არავინ ესწრებოდა, თავად ზვიად ცეცხლაძეს კი მობილური ტელეფონი არ ჰქონდა, რომ გადაეღო.

მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჯანმრთელად არის. აცხადებს, რომ იყენებს კვლავ დუმილის უფლებას. ველოდებით, კვლავ ბრალის დადგენილებას. რა მიეთითება ბრალში, მედავება რეალურად ბრალდების მხარე. ისეთი ნივთები იქნა მითითებული ჩხრეკის ოქმში, რომელიც არ იყო მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული. კონკრეტულად, 5 ბოთლი მოლოტოვის კოქტეილის მოსამზადებლად, ეს ნივთები მას არ ჰქონია საცხოვრებელ სახლში. ჩხრეკას არ ესწრებოდა აბსოლუტურად არავინ, თვითონ არ იღებდა ფიზიკურად მას არ ჰქონდა ტელეფონი და ის იყო ფაქტობრივად მარტო”, – ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულია ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონის” ლიდერი ზვიად ცეცხლაძე – ინფორმაცია მოძრაობამ სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა. 

სრულად წაკითხვა