სახელმწიფო უსაფრთხოების ცნობით, დაკავებულია საქართველოში მცხოვრები ნიგერიის მოქალაქე და „საფეხბურთო კლუბ – გარდაბნის“ მწვრთნელი, რომლებმაც დროებითი ბინადრობის მოწმობის აღებაში დასახმარებლად, ნიგერიის მოქალაქე ფიქტიური ხელშეკრულებით გააფორმეს ამავე საფეხბურთო კლუბში, რის სანაცვლოდაც მისგან აიღეს 3000 აშშ დოლარი.
მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
netgazeti