დაკავებულია ჩვენი მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე, ვაჩერებთ ყველა აქტივობას – თუმანიშვილის თეატრი

12 hours ago 2

თუმანიშვილის თეატრი აჩერებს ყველა აქტივობას ამავე თეატრის მსახიობის, გიორგი ჩაჩანიძის დაკავების გამო.

როგორც თეატრის განცხადებაშია აღნიშნული, მათ დაგეგმილი ჰქონდათ აქტივობების განახლება ქვეყანაში არსებული პროტესტის „ადეკვატური ახალი ფორმის თანხლებით“, თუმცა გიორგი ჩაჩანიძის დაკავების გამო, ყველა აქტივობას აჩერებენ.

„თუმანიშვილის თეატრი კატეგორიულად ემიჯნება ძალადობას, ძალის გადამეტებას და უსამართლოდ დაკავებას!
ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს.

მოვითხოვთ, სასწრაფოდ და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტით იქნას წარმართული ყველა პროცესი, არსებულ კითხვებს გაეცეს დროული პასუხი და უსამართლოდ დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ!“, – ნათქვამია თუმანიშვილის თეატრის განცხადებაში.

გიორგი ჩაჩანიძე 12 იანვარს, თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“ დააკავეს, სადაც მოსამართლეების კორპორატიული წვეულების პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

სრულად წაკითხვა