დაკავებულის თქმით, სპეცრაზმელები ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ

3 days ago 1

საპროტესტო აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძის თქმით, სპეცრაზმელებმა ლისის ტბასთან მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს, სადაც ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ.

„მასმენინებდნენ, ტრაქტორი რომ უნდა ამოეყვანათ, მიწა ამოეთხარათ, შემდეგ თითქოს შიგნით უნდა ჩავეგდე და დავემარხე.. რათა მეღიარებინა ის, რაც არ ჩამიდენია. ასეთი ზეწოლის ქვეშ ვიყავი მთელი დღე“, — განაცხადა მან სასამართლო პროცესზე, რომლის ვიდეოსაც „ტვ პირველი“ აქვეყნებს.

ადვოკატის განცხადებით, სპეცრაზმელები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, ერთმანეთს ფსევდონიმებითა და გვარებით მიმართავდნენ — „ჭუმბურა“, „ასლანა“ და გეთიაშვილი. 28 ნოემბრის შემდეგ არაა დაკავებული არც ერთი პოლიციელი, რომელმაც მომიტინგეებზე იძალადა.

ამ შემთხვევაზე ნათქვამი იყო „ჩემი ხმის“ ანგარიშშიც, სადაც მიმოხილულია „სისტემური წამების“ შემთხვევები:


გარეკანის ფოტო: ტვ პირველი

სრულად წაკითხვა